Saturday, April 2, 2011

ტყე შეუნახოთ შვილებსა

1.პროექტის სახელი–რა არის მოსალოდნელი თუ ტყე დაბინძურდება ან განადგურდება?
2.პროექტის მოკლე აღწერა
  • პროექტის ძირითადი მიზანია ბავშვებმა გაეცნონ ტყის ეკოსისტემას,გაიზიარონ რა სიკეთეს სთავაზობს ტყე ადამიანს;
  • ბავშვებმა გააცნობიერონ რა სედეგებს მოუტანს ადამიანს  ტყის განადგურება და დაბინძურება;
  • უნდა იფიქრონ,როგორ ავიცილოთ თავიდან  ტყის ეკოსისტემის დაზიანება.


3.პროექტის სრული აღწერა–პროექტის მიზანია ბავშვებმა მოიძიონ ისეთი საკითხები,რომელიც აჩვენებს თანაკლასელებს თუ რა სიკეთეს  სთავაზობს ტყე ადამიანს:
  • ტყე წარმოადგენს ქარის ბუნებრივ ბარიერს;
  • ტყეში მცენარეები შთანთქავენ მზის ენერგიას;
  • ტყეში მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს;
  • ტყე ნიადაგს იცავს ეროზიისაგან(დაშლისაგან);
  • ტყეში უამრავი სამკურნალო მცენარეა და ა.შ.
 პროექტის მიზანია ბავშვებთან  კითხვა პასუხის რეჟიმში წარვმართოთ დიალოგი დავაზუსტოთ რა იციან ბავშვებმა ტყის ეკოსისტემის სესახებ . უნდა გაიგონ, რომ "დედამიწა ჩვენი სახლია", რომ  ტყე არ უნდა გავანადგუროთ, არ უნდა დავაბინძუროთ, რადგან ყოველივე ეს ზემოქმედებას ახდენს ტყის ეკოსისტემაზე. უნდა განასხვავონ ერთმანეთისგან წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები. უნდა გაიაზრონ ის, რომ ტყე გვიცავს ქარისგან, ტყე ნიადაგს იცავს ეროზიისგან, აქ უამრავი სამკურნალო მცენარე ხარობს, აგრეთვე

No comments:

Post a Comment